თეგი: მულტიმოდალური სავაჭრო დერეფანი

საქართველო 6 ქვეყანასთან ერთად, მულტიმოდალური სავაჭრო დერეფნის პროექტში მონაწილეობს

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მულტიმოდალური სავაჭრო დერეფნის პროექტში ყირგიზეთიც ჩაერთო. როგორც ცნობილია, მულტიმოდალური სავაჭრო დერეფანი, სარკინიგზო გზით დააკავშირებს ჩინეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, საქართველოსა და ევროპას. პროექტის ფარგლებში, საქონლის უმეტესი ნაწილის მიწოდება ჩინეთიდან, საკონტეინერო მატარებლებით სარკინიგზო გზით იგეგმება. პირველ ეტაპზე განიხილება ამ მარშრუტზე ერთი მატარებლის მოძრაობა, რომელიც 44 საკონტეინერო ვაგონისგან შედგება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამ დროისთვის მულტიმოდალური სავაჭრო დერეფნის პროექტის ფარგლებში, ყირგიზეთ-ჩინეთის საზღვარზე გზის მონაკვეთი, ირკეშტამის საგუშაგოდან ოშშის სადგურამდე და რკინიგზის მონაკვეთი ოSშის სადგურიდან უზბეკეთის საზღვრამდე განიხილება. დერეფნის პროექტში მონაწილე ქვეყნების შემდეგი შეხვედრა, ყირგიზეთის დედაქალაქში 2022 წლის 29 ივნისს არის დაგეგმილი. როგორც მედია წერს, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, უზბეკეთის, თურქეთისა და საქართველოს წარმომადგენლებმა დელეგაციების სია უკვე გაგზავნეს.  

მულტიმოდალური სავაჭრო დერეფანი აქტიურდება. „საქართველოს რკინიგზის“ პროგნოზით, ჩინეთიდან ევროპისკენ საქართველოს გავლით, სავარაუდოდ, 15 000 კონტეინერი გადაიზიდება

ექსკლუზივი Europetime-ს „საქართველოს რკინიგზაში“ დაუდასტურეს, რომ სახელმწიფო კომპანია 6 ქვეყანასთან ერთად, მულტიმოდალური სავაჭრო დერეფნის პროექტში მონაწილეობს. მულტიმოდალური სავაჭრო დერეფანი, სარკინიგზო გზით აკავშირებს ჩინეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, საქართველოსა და ევროპას. რა არის მულტიმოდალური სავაჭრო დერეფანი და რა სარგებელს მიიღებს საქართველო? Europetime-მ ამ საკითხთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზას რამდენიმე შეკითხვით მიმართა. ET: რას ნიშნავს მულტიმოდალური სავაჭრო დერეფანი და რით განსხვავდება სხვა სავაჭრო დერეფნებისგან? აღნიშნული პროექტი 2019 წლის ბოლოს შეიქმნა. 6 ქვეყნის სარკინიგზო ადმინისტრაცია მარშრუტზე - ჩინეთი-თურქეთი-ევროპა და პირიქით  (ყირგიზეთის; უზბეკეთის; თურქმენეთის; აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით)  საკონტეინერო ბლოკმატარებლების ოპერირებაზე შეთანხმდნენ. მათ საკონტეინერო გადაზიდვების ახალი პირობები შეიმუშავეს და  ერთიანი გამჭოლი ტარიფები დააწესეს.  ეს არის მულტიმოდალური გადაზიდვები, რადგან მარშრუტი საავტომობილო (ჩინეთიდან ყირგიზეთის სარკინიგზო სადგურამდე) და საზღვაო (კასპიის ზღვა) გადაზიდვებს მოიცავს. ET: რა როლი აქვს ამ პროექტში საქართველოს? აღნიშნული მარშრუტზე,  პროექტის შექმნის დღიდან საქართველოს რკინიგზას აქვს გადაზიდვების მზარდი ტენდენცია. საქართველოს რკინიგზა არის მარშრუტის შემადგენელი მხარე და მისი როლია დაიცვას ერთობლივი პირობები/შეთანხმებები და გადაზიდვები შეუფერხებლად აწარმოოს. მეტიც, პროექტის შექმნის შესახებ ოფიციალური დოკუმენტაცია სწორედ „საქართველოს რკინიგზის“ ინიცირებით ქალაქ თბილისში გაფორმდა. ET: რა უნდა გააკეთოს უშუალოდ „საქართველოს რკინიგზამ“  სამომავლოდ,[რეფორმები, ან ცვლილებები] რომ ეს პროექტი შეუფერხებლად გაგრძელდეს? პროექტი წარმატებით მიმდინარეობს მისი დაარსების დღიდან. აღნიშნული მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვისთვის დამატებითი ღონისძიებების გატარება საჭირო არ არის. მონაწილე მხარეების სარკინიგზო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ყოველწლიურად იკრიბებიან, იმართება სამუშაო შეხვედრები. მხარეები არსებული მოცულობებისა და სამომავლო პერსპექტივების გათვალისწინებით, გადაზიდვის პირობების გაუმჯობესების საკითხებს განიხილავენ. ET: როგორია მოლოდინი, როცა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გადაზიდვების სეგმენტის ტრაექტორია შეიცვალა. მულტიმოდალური სავაჭრო დერეფნის პროექტიდან რა სარგებელს მიიღებს „საქართველოს რკინიგზა“ და შესაბამისად სახელმწიფო? საქართველოს რკინიგზის ვარაუდით, ამ მარშრუტზე წლიურად 15 000 ტეუ (პირობითი კონტეინერი) გადაიზიდება, რაც კომპანიისთვის დაახლოებით 4,5 მლნ ლარის შემოსავალია. ამას გარდა, დამატებით შემოსავალს შავი ზღვის პორტებიც მიიღებენ. P.S ივნისიდან მულტიმოდალური სავაჭრო დერეფნის პროექტში ყირგიზეთიც ჩაერთო. ყირგიზეთის ეროვნული კომპანია „ყირგიზ თემირ ჟოლუს“ დირექტორის მოადგილის დასტან უსუბაკუნოვის განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს შერეული ტვირთების გადაზიდვას ჩინეთიდან ევროპაში, პროექტში მონაწილე ქვეყნების ტერიტორიების გავლით: „პროექტის თანახმად, ტვირთის უმეტესი ნაწილის მიწოდება საკონტეინერო მატარებლებით, სარკინიგზო გზით იგეგმება“, - აღნიშნა უსუბაკუნოვმა.  საქართველო 6 ქვეყანასთან ერთად, მულტიმოდალური სავაჭრო დერეფნის პროექტში მონაწილეობს ნიკა ჩიტაძე: რუსული ბაზარი აღარაა სტაბილური, ყაზახეთი ნავთობის გადასაზიდად ალტერნატივას ეძებს და ასეთი ალტერნატივა საქართველოა